დიეგო სიმეონემ „რეალის“ ფეხბურთელი მოინდომა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცმა, დიეგო სიმეონემ „რეალის“ ფეხბურთელის დამატება მოინდომა.
საუბარია მარიანო დიასზე, რომელმაც აქამდე არსებული ყველა წინადადება დაბლოკა. დიასს ეპატიჟებოდნენ პრემიერლიგიდან, სერია „ა“-დან და საფრანგეთის ჩემპიონატიდან, მაგრამ მან „რეალში“ დარჩენა არჩია.
OkDiario-სა და Bernabeudigital-ის ინფორმაციით, დიეგო სიმეონემ მარიანო მოინდომა და ენრიკე სერეზოს მისი დამატება სთხოვს.
ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესი მარიანოს გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მთავარი სატრანსფერო ბარიერი თავად ფეხბურთელია, ამიტომ „როხიბლანკომ“ წინახაზელის დაყოლიება უნდა მოახერხოს.
ცნობილია, რომ „რეალი“ მარიანოს 20 მილიონად გაყიდვაზე თანახმაა.
- 14 აგვისტო 2021
- 3 542
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.