EL Confidencial - „რეალს“ რამდენიმე დღეში 3 ფეხბურთელი დატოვებს!
EL Confidencial-მა მადრიდის „რეალის“ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში კლუბიდან 3 ფეხბურთელის წასვლა იგეგმება.
22 აგვისტომდე მადრიდელთა რიგებს ალვარო ოდრიოზოლა, ლუკა იოვიჩი და მარტინ ოდეგორი უნდა გამოემშვიდობონ. ფლორენტინო პერესს აღნიშნული ფეხბურთელების სანაცვლოდ ჯამურად 100 მილიონ ევროზე მეტის მიღება აქვს დაგეგმილი.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ორშაბათიდან სამეფო კლუბში ბევრ სიახლეს ვიხილავთ და ფლორენტინო პერესი აქტიური ნაბიჯების გადადგამას დაიწყებს.
- 14 აგვისტო 2021
- 1 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.