მბაპეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა - კილიანი საგანგებო პრესკონფერენცია გამართავს

ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპე პარასკევს პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა, სადაც ჟურნალისტების ყველა შეკითხვას უპასუხებდა და ასევე ღიად განაცხადებდა, რომ „პსჟ“-ში დარჩენას არ აპირებს.

ფრანგი წინახაზელი ძალიან დაიღალა „პსჟ“-ს ხელმძღვანელობის განცხადებების მოსმენითა და მოქმედებებით. ლოტინმა არაერთხელ აცნობა ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.

Defensacentral-ის ინფორმაციით, პარასკევის პრესკონფერენცია მბაპემ „რეალის“ თხოვნით გადადო, რათა ფლორენტინო პერესს დრო მოეგო და ალ ჰელაიფთან დიპლომატიური ურთიერთობები ეწარმოებინა.

ორშაბათი საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იქნება. კილიანი მაინც აპირებს, რომ ღიად ისაუბროს, რას აპირებს და როგორ.

იმ შემთხვევაში, თუ „პსჟ“ კილიანს არ გაყიდის, ის კლუბში დარჩება, თუმცა ყველასგან მოითხოვს, რომ ახალ კონტრაქტზე არავითარი განცხადება აღარ გაკეთდეს, ვინაიდან ის კლუბს თუ ამ ზაფხულს არა 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვბს.

პარარელურად, „რეალს“ 120 მილიონიანი წინადადება უკვე მომზადებული აქვს და 31 აგვისტომდე ფეხბურთელის გადაბირებაზე ოცნებობს.

  • Ramos
  • 14 აგვისტო 2021
  • 9 110
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)