ტრავმირებული სებალიოსი არავის სურს
მადრიდის „რეალი“ აპირებს, რომ დანი სებალიოსი გამოაჯანმრთელოს და ამის შემდეგ გაყიდოს. ფაქტია, რომ მსურველი კლუბები ტრავმირებულ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს არ იხდიან.
Defensacentral-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი ესპანელი ნახევარმცველის გაყიდვაზე 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იზრუნებს.
ამავე გამოცემაზე დაყრდნობით, დანი ამის შესახებ ინფორმირებულიც არის.
როგორც სჩანს, სებალიოსი კარლო ანჩელოტის ნდობას არ იმსახურებს და ის იტალიელის გეგმებში არ შედის.
სებას ერთადერთი შანსი ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი იქნება, როდესაც მას შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მიეცემა.
და ბოლოს, თუ 31 აგვისტომდე „რეალი“ რომელიმე კლუბისგან შეთავაზებას მიიღებს, დანის წასვლას წინ ვერაფერი დაუდგება.
- 13 აგვისტო 2021
- 770
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.