ჯერარდს ცალი ფეხი მადრიდში აქვს

"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი ძალიან ახლოს იმყოფება "სამეფო კლუბთან". დღეს "რეალის" ფედერაციამ მიმართა "წითლებს" სტივენის საკითხზე. ისინი 24 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ "ლივერპული" კაპიტნისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი მუნდიალზე ასპარეზობას დაემშვიდობა. ახლა სტივენს შეუძლია მის მომავალზე მშვიდად იფიქროს, როგორც ჩანს ის წინააღმდეგი არ არის მადრიდის "რეალში" თამაშზე.

"ლივერპულს" ძალიან ბევრი ვალები დაუგროვდა, ისინი იძულებულები არიან მათი ვარკსვლავები გაყიდონ, ტორესო, ჯერარდი და მასკერანო. "რეალი" უკვე დიდი ხანია ცდილობს ინგლისელი ნახევარმცველის გადმობირებას, თუმცა დღემდე უშედეგოდ, ახლა ყველაფერი ჟოზე მოურინიოზეა დაკიდებული. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან სურს სტივენ ჯერარდი მის კლუბში იხილოს.

სტივენი 30 წლისაა, მაგრამ ის ძალიან კარგ ფორმაშია. ის მისი კარიერის ბოლო წლებს ატარებს. თუ ის "ბლანკოსის" ფეხბურთელი გახდება, კარიერას სწორედ ესპანეთის დედაქალაქში დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო და სტივენ ჯერარდი 5 წელი ერთმანეთის მეწყვილეები იყვნენ, ისინი ერთმანეთს კარგად შეეწყვენ და "ლივერპულის" ცენტრი ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. გასულ სეზონს "სამეფო კლუბი" ძალიან ბევრს ბრძოლობდა ჩაბი ალონსოს გადმოსაბირებლად, და ბევრი შრომის შემდეგ ეს შეძლეს. წელს კი ფლორენტინო პერესი შეედება სტივენ ჯერარდი შეიძინოს და "რეალის" ცენტრი გააძლიეროს. ნახევარდაცვა "სამეფო კლუბის" ყველაზე სუსტი წერტილია, მაგრამ თუ ჯერარდი გუნდში გადმოვა, ეს პრობლემა მოგვარებული იქნება.

ახლა ყველაფერი ჟოზე მოურინიოზეა დამოკიდებული. ჯერარდი დიდი ხანია ჟოზეს ოცნებაა. პორტუგალიელი სპეციალისტი მის შეძენას ჯერ კიდევ ლონდონის "ჩელსში" ცდილობდა. ალბათ მოურინიო მის ტრანსფერს დაადასტურებს და ჯერარდიც მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი გახდება.

მოურინიოს მიზანი იყო შეეძინა დი მარია, მაიკონი და ჯერარდი. დი მარია უკვე ჟოზეს ფეხბურთელია, მაგრამ მისი მიზნის მისაღწევად კიდევ 2 ფეხბურთელი რჩება შესაძენი. "რეალს" ჯერარდის ნაცვლად იტალიელი ფეხბურთელი დე როსი სურდა, მაგრამ "რომამ" მისი ტრანსფერი არ ისურვა და დე როსი კვლავ "რომას" ფეხბურთელი დარჩა. ამის შემდეგ კი "რეალი" აქტიურად ცდილობს ინგლისელი ფეხბურთელის შეძენას.

"სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ძალიან მოსწონს სტივენ ჯერარდი. მან უკვე შესძლო 2003 წელში დევიდ ბექემის შეძენა. ფლორენტინო მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტია და მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ალბათ ის მალე სტივენ ჯერარდსაც იყიდის.

ინფორმაციის წყარო Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)