ანჩელოტი ისკოს ენდობა
იმ ფონზე, რომ „მილანთან“ დაპირისპირების შემდეგ ისკო ალარკონის „როსონერიში“ გადავლას ყველა ელოდა, საკვირველია, რომ ესპანელი ფეხბურთელი კვლავ ანჩელოტის განკარგულებაშია. მეტიც, ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგის პირველ ტურში სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.
ისკო შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია და იტალიელი სპეციალისტი მას ენდობა. როგორც სჩანს, ალარკონის დარჩენის შანსი იზრდება.
რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი გაცილებით პროდუქტიული გახდა. კარლო ანჩელოტი მას ჩამოსაწერ ფეხბურთელად არ მიიჩნევს.
თავის მხრივ, ანჩელოტის ფრანცისკოს მიმართ სიმპატიები არასდროს განელებია. იტალიელი დამრიგებელი „ევერტონში“ მუშაობის დროს ხელმძღვანელობას მადრიდელი ფეხბურთელის დამატებას სთხოვდა.
- 12 აგვისტო 2021
- 992
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.