ერლინგ ჰოლანდმა „რეალის“ გამო ასტრონომიული ხელფასი დაბლოკა
ესპანური გამოცემების ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ ბოლო შეთავაზება, რომელიც ერლინგ ჰოლანდმა მიიღო მართლაც დაუჯერებელი გახლდათ, მაგრამ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა „დორტმუნდში“ დარჩენა და 2022 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლა არჩია.
რომან აბრამოვიჩის ბოლო შეთავაზების მიხედვით, ჰოლანდი „არისტოკრატების“ რიგებში 5 წლიან კონტრაქტს მიიღებდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 90 მილიონი ევრო იყო. გამოდის, რომ ფორვარდმა წელიწადში ხელფასის სახიტ 18 მილიონ ევროზე თქვა უარი.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ნორვეგიელ თავდამსხმელს „რეალთან“ წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ივლისის თვეში მისი „მერენგების“ რიგებში ტრანსფერი შედგება, ფლორენტინო პერესს კი 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
- 13 აგვისტო 2021
- 4 875
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.