მადრიდული დელეგაცია პარიზში 120 მილიონიანი წინადადებით მიდის
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ 150-იდან 180 მილიონამდე იხდიდა, თუმცა ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესი „ვაჭრობას“ 120 მილიონი ევროთი იწყებს.
31 აგვისტომდე მადრიდის „რეალი“ ყველაფერს იღონებს ლოტინის ტრანსფერის დასასრულებლად. მადრიდული დელეგაცია პარიზში მიემგზავრება, სადაც „პსჟ“-ს ხელმძღვანელობის დარწმუნებას შეეცდება.
ალ ჰელაიფის წარმომადგენელი ლეონარდო ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პარიზში ხვდებიან, რომ ლეო მესის დამატება კილიან მბაპეს წასვლით გამოწვეულ დანაკლისს შეავსებს და ფანების უარყოფითი რეაქციები შემცირდება.
პერესს იმედი აქვს იმისა, რომ 120 მილიონად ტრანსფერი დაიხურება, თუმცა არსებობს ალტერნატიული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ 150 მილიონის გადახდაზეც თანახმაა.
- 12 აგვისტო 2021
- 1 414
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.