„რეალი“ ოდეგორში 60 მილიონს ითხოვს
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალმა“ მარტინ ოდეგორის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გამოყო, მაგრამ ფლორენტინო პერესმა 10 მილიონით მეტი მოითხოვა.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „ბლანკოსს“ ნორვეგიელის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მაქსიმალური თანხის მიღებას ცდილობს.
ანალოგიურ წყაროზე დაყრდნობით, პერესი ოდეგორს 50 მილიონადაც გაყიდის, მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „მეთოფეები“ 50 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავენ.
- 12 აგვისტო 2021
- 864
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.