The Sun - „არსენალმა“ ოდეგორისთვის 42 მილიონი ფუნტი გაამზადა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „არსენალმა“ მადრიდის „რეალისთვის“ წინადადება მოამზადა...
„მეთოფეები“ მზად არის, მარტინ ოდეგორის სანაცვლოდ 42 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ, რაც დაახლოებით 49 მილიონი ევროა.
ლონდონელთა აზრით, ოდეგორი მათ გუნდს ძალიან გააძლიერებს და შეთანხმება უნდა შედგეს.
თავის მხრივ, „რეალი“ ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე უარს აცხადებდა, ხოლო 49 მილიონად გაყიდვა საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტი უნდა იყოს.
The Sun-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ინგლისელებსა და ესპანელებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე გადავა, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში, მარტინი „არსენალთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც მის ინგლისში დარჩენას 2027 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
- 11 აგვისტო 2021
- 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.