ოპერაცია მბაპე 2021 - პერესმა ოფიციალური მიმართვა უკვე გააგზავნა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი გარეთ ბეილის სცენარს იმეორებს და კილიან მბაპეს გამადრიდელება 2021 წლის ზაფხულის ბოლომდე აქვს განზრახული...
პრეზიდენტმა უკვე მოამზადა ოფიციალური წერილი და „პსჟ“-საც მიმართა. მიმდინარე კვირის ბოლომდე, არ არის გამორიცხული, მადრიდული დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქს ეწვიოს.
პერესს არაერთი სუპერტრანსფერის განხორციელების გამოცდილება აქვს და ამ ეტაპზე გარეთ ბეილის გამოცდილების გამოყენებას აპირებს, რომელთან შეთანხმებაც ბოლო წუთებში მოხდა და „ტოტენჰემმა“ მოთამაშე გაუშვა.
მადრიდში იციან, რომ „პსჟ“ ყველაფერს გააკეთებს ფეხბურთელის დასაყოლიებლად, თუმცა კილიანი პოზიციას არ ცვლის, ის ახალ კონტრაქტზე უარს აცხადებს.
პერესი მზად არის, ლოტინის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაიღოს, ხოლო ფეხბურთელს 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
- 11 აგვისტო 2021
- 1 580
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.