„პსჟ“ მბაპეს შენარჩუნებას ბოლომდე ეცდება
გუშინ პარიზი მსოფლიო საფეხბურთო ეპიცენტრი გახლდათ. „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ ლეო მესი წარადგინა, მის პრეზენტაციამდე კი არაერთი მინიშნება ვიხილეთ იმისა, რომ კილიან მბაპეს გაშვებას ალ ჰელაიფი არ აპირებს.
ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ პარიზელები მბაპეს მიმართ ზეწოლას გააძლიერებენ და 31 აგვისტომდე მასთან ახალი კონტრაქტის დადებას ეცდებიან.
პარარელურად მადრიდის „რეალიც“ შეტევაზე გადადის, ვინაიდან ფლორენტინო პერესმა უკვე იხილა, რომ „პსჟ“-მ ლეო მესი 30 ნომრიანი მაისურით წარადგინა.
მომდევნო 20 დღე ფაქტობრივად გადამწყვეტი იქნება და მბაპესთან დაკავშირებით ბევრ სიახლეს ვიხილავთ.
- 11 აგვისტო 2021
- 818
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.