„ბლანკოსმა“ „ალავესისთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ალავესთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
გახურების შემდეგ ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და ბურთის ფლობას. შემდეგ იყო მოკლე სივრცეში ზუსტი თამაში და კარგი დარტყმები.
ბენზემამ და დანიელ კარვახალმა ვარჯიშის მეორე ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად გაატარეს.
ასევე პროგრესირებს ფერლან მენდი, რომელიც უფროდაუფრო მეტ დავალებას ასრულებს.
ტონი კროოსი დახურულ კარსმიღმა ირჯებოდა, ის აღდგენით პროცესს გადის.
ხესუს ვალიეხო, მარკო ასენსიო და დანი სებალიოსი გუნდში დაბრუნდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს საჭიროებს.
- 10 აგვისტო 2021
- 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.