იგუაინი: "მსურს სახლში მსოფლიო ჩემპიონის რანგში დავბრუნდე"
მადრიდის "რეალის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთლმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.
"ჩემი ოცნება ახდა, მე მსურდა მეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით. ვფიქრობ ეს ჩემპიონატი ჩემთვის წარმაეტბით მიმდინარეობს. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, იგი 15 წლიდან ფეხბურთზე დადიოდა, მან ამისხნა თუ რაოდენ რთული და შრომისმოყვარე სპორტია, ამ სირთულეების გადასალახავად მზად ვარ. მინდა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს ბომბარდირთა დავას ვლიდერობდე, ეს ჩემთვის დიდი წარმატება იქნება".
საუბრის დასასრულს იგუაინმა დი მარიაზეც ისაუბრა, იგი მიესალმება ანხელის "რეალში" გადაბარგებას. "მოხარული ვარ მისი ტრანსფერით. დი მარიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთლია. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ იგი გუნდს კარგად შეეწყობა და ადაპტაცია არ გაუჭირდება."
- 1 ივლისი 2010
- 1 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.