მიგელ გუტიერესის ნდობის ხარისხი იზრდება
მიგელ გუტიერესს 1 თვის წინ კასტილიაში დატოვებას უპირებდნენ, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. უკვე 15 დღეზე მეტია კარლო ანჩელოტი განაპირა მცველს ინტენსიურად აკვირდება დ მოთამაშის საოცარ პროგრესს ხედავს...
ფერლან მენდის კუნთებისა პრობლემებისა და მარსელოს ინერტულობის ფონზე, გუტიერესი ყველაზე კარგად გამოდის მოედანზე და აჩვენებს, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია.
ზიდანის მმართველობის დროს მიგელმა რამდენჯერმე მოირგო მთავარი გუნდის მაისური და საოცარი შთაბეჭდილებაც დატოვა.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალში“ გუტიერესის საკითხს სერიოზულად მიუდგნენ და არ არის გამორიცხული ის სხვა კლუბშიც არ გაანათხოვრონ და შანსი მისცენ.
მიგელმა გაკრვეული წუთები „მილანის“ წინააღმდეგ მატჩშიც მიიღო და საკმაოდ ეფექტურად გამოიჩინა თავი.
ესპანელი მარცხენა მცველი შესანიშნავ სისწრაფეს ფლობს, ამასთანავე მოწოდების სიმაღლეზე დგას ფიზიკური თვალსაზრისითაც.
- 9 აგვისტო 2021
- 1 208
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.