ჰოლანდი „რეალს“ შეუთანხმდა
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ერლინგ ჰოლანდმა და მადრიდის „რეალმა“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს...
ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბისკენ აიღებს გეზს, ფლორენტინო პერესს კი „დორტმუნდისთვის“ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
დადასტურებულია, რომ ჰოლანდმა უარი უთხრა „ჩელსის“ და „არისტოკრატებმაც“ ლუკაკუზე შეაჩერეს არჩევანი, თუმცა ნორვეგიელმა ლონდონელთა გარდა „ბარსელონაც“ უარით გაისტუმრა.
ჰოლანდის მიზანი მადრიდის „რეალში“ თამაშია და ამის ყველა წინაპირობა უკვე არსებობს. 2022 წელს ერლინგი „ბლანკოსთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ესპანურ კლუბს თავს 2028 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს.
- 9 აგვისტო 2021
- 4 072
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.