პერესი სერიოზულ მუშაობას შეუდგა

ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ კილიან მბაპეს დამატებასთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ სერიოზულ მუშაობას შეუდგა. ფრანგის ტრანსფერის შემთხვევაში „ბლანკოსი“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის...

ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალიდან“ 5 ფეხბურთელის წასვლა იგეგმება. ესენი არიან: მარიანო დიასი, ლუკა იოვიჩი, ისკო ალარკონი, დანი სებალიოსი და ტაკეფუსა კუბო (იჯარით).

ფლორენტინოს აზრით, მბაპეს ტრანსფერი თავდასხმაში ყველა პრობლემას მოაგვარებს და გუნდს წინა ხაზში არც მარიანო დასჭირდება და არც იოვიჩი. ორივე მოთამაშის სანაცვლოდ გუნდს 55 მილიონზე მეტის მიღება სურს.~

რაც შეეხებათ ისკოს და სებალიოსს. ალარკონი კარიერას დიდი ალბათობით „მილანში“ განაგრძობს და მისი ფასი 20 მილიონი ევრო იქნება, ხოლო სებალიოსთან დაკავშირებით საქმე შედარებით რთულად არის, თუმცა ცნობილია, რომ პერესი ნახევარდაცვაში ბლანკოს დაწინაურებას ემხრობა და სებას ნდობას არ უცხადებს.

ტაკეფუსა კუბო კარიერას „სოსიედადში“ ან „მალიორკაში“ განაგრძობს, იაპონელთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია მალე იქნება ცნობილი.

  • Hala
  • 8 აგვისტო 2021
  • 1 930
  • 1

1

9 აგვისტო 2021 09:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
პერესი სერიოზულ მუშაობას შეუდგა??? აქამდე რას აკეთებდა,შვებულებაში იყო?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)