„არსენალსა“ და „რეალს“ შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგება
მარტინ ოდეგორის მადრიდული მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. ნორვეგიელ ფეხბურთელზე „არსენალი“ აცხადებს პრეტენზიას...
მიკელ არტეტას ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ის პრემიერლიგაში უნდა გადავიდეს. „მეთოფეებმა“ „ბლანკოსს“ 50 მილიონიანი წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება ვერ მოხდა. კერძოდ, პერესს სურს, რომ ფეხბურთელის გაშვებიდან 2 წლის განმავლობაში მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „მერენგებთან“ კიდევ ერთი აუდიენცია იგეგმება, რომელიც ნაყოფიერი უნდა გამოდგეს.
თავად ოდეგორი ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
- 7 აგვისტო 2021
- 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.