ანჩელოტი ფსონს სწრაფ მცველებზე ჩამოდის
კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალის“ დაცვის ცენტრალურ რგოლს დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო გაამაგრებენ. იტალიელი აპირებს, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ეს ფეხბურთელები გამოიყენოს...
იტალიელი სპეციალისტი ფონს ავსტრიულ-ბრაზილიურ დუეტზე ჩამოდის და თვლის, რომ მათი დაცვის ცენტრში გამოყენება ეფექტური იქნება.
დავიდ ალაბას და ედერ მილიტაოს სისწრაფე ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამ შემთხვევაში კარლოს მიეცემა საშუალება იმისა, რომ გამოიყენოს როგორც 4-3-3, ასევე 3-5-2 ტაქტიკა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ედერს და ალაბას ნაჩოც შეუერთდება.
ანჩელოტიმ უკვე იცის, რომ სამეფო კლუბი ამ ზაფხულს ცენტრალური მცველის ყიდვას არ აპირებს, ამიტომ არსებული რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას გეგმავს.
ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ ალაბა დაცვის მარცხენა ფლანგზე ან ნახევარდაცვაში ითამაშებს, საფუძველს მოკლებულია. კარლო დავიდს დაცვის ცენტრში მიუჩენს ადგილს.
- 7 აგვისტო 2021
- 1 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.