მორატი მაიკონს არ გაყიდის!
იტალიის "ინტერის" პრეზინდეტმა მასიმო მორატიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ იგი არ აპირებს დუგლას მაიკონის გაყიდვას.
მას შემდეგ რაც "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო გახდა, სამეფო კლუბი დაინტერესდა "ინტერის" მარჯვენა მცველით დუგლას მაიკონით. ამჟამად მაიკონი მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და მის შესაძლო "რეალში" გადაბარგებაზე ჯერ არ ფიქრობს.
მორატიმ კატეგორიული უარი განაცხადა მაიკონის გაყიდვაზე, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას პერესის მიერ შეთავაზებული თანხა ეცოტავა."ნუთუ ჰგონია მადრიდს, რომ ასეთი ფეხბურთელს ასეთ ფასად შეიძენენ ? კატეგორიულად განვაცხადე, რომ მაიკონის გაყიდვას კლუბი არ აპირებს, თუმცა საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ფეხბურთელი. ჩვენ მის გადწყვეტილებას დიდ პატივს ვცემთ, ამჟამად მაიკონი სამხრეთ აფრიკაშია და ამ ტრანსფერზე ნაკლებად ფიქრობს".
სავარაუდოთ მაიკონის "რეალში" გადასვლა არ გადასვლის საკითხი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების თანავე გადაწყდება.
- 1 ივლისი 2010
- 1 957
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.