ალ ჰელაიფი ალტერნატივას ვეღარ პოულობს - მესის დასამატებლად მბაპეს გაყიდვაა საჭირო

ლეო მესი „პსჟ“-ს რადარზეა. პარიზული კლუბის მფლობელი ალ ჰელაიფი ყველაფერს გააკეთებს წინახაზელის დასაყოლიებლად და პარიზში ჩასაყვანად, მაგრამ ამისთვის მას სერიოზულ დათმობაზე წასვლაც მოუწევს...

მესიც და მბაპეც პარიზში ერთად ვერ დარჩებიან, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათი ხელფასების კოლოსალურობის გამო, „პსჟ“-ს სერიოზული სანქციები დაემუქრება, რაც ალ ჰელაიფის გეგმებში არ შედის.

„პსჟ“-ს ბალანსის მხრივ ისედაც პრობლემები აქვს. ბოლო წლებში კლუბმა გაცილებით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავლის სახით მიიღო და ამის გამო 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთაც ემუქრებოდა.

მბაპეს „რეალში“ გადასვლა პარიზული გუნდის ბიუჯეტს 150 მილიონ ევროს შესძენს, გარდა ამისა დაიზოგება ის კოლოსალური ხელფასი, რაც გუნდს კილიანისთვის მომდევნო წლებში უნდა ეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ „პსჟ“ ფლორენტინო პერესის წინადადებას დათანხმდება და მბაპეს გაუშვებს, მესისთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება.

ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს „ბლანკოსში“ გადასვლის შანსი ფაქტობრივად გაორმაგებულია.

  • Hala
  • 6 აგვისტო 2021
  • 7 865
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)