"რეალი" ლოს ანჯელეს "გალაქსთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს
29 ივლისიდან 8 აგვისტომდე მადრიდის "რეალი" იქნება აშშ–ში. ისინი აქ გამართავენ ამხანაგურ მატჩს დევიდ ბექჰემის ლოს ანჯელეს "გალაქსის" წინააღმღდეგ. ამის გარდა "ბლანკოსს" რამოდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევს.
საბოლოოდ გადაწყდა რომ 7 აგვისტოს გაიმართება შეხვედრა "რეალსა" და "გალაქსს" შორის. ჯერ კიდევ გასარკვევია ის ფაქტი დაესწრება თუ არა დევიდ ბექჰემი თავისი ყოფილი კლუბების მატჩს. შეგახსენებთ რომ მან სერიოზული ტრავმა მიიღო.
ის იქნება მეორე ამხანაგური მატჩი ამ ორ კლუბს შორის. ბოლოს მათ ითამაშეს 2005 წლის ზაფხულში. ამ მატჩში იმარჯვა მადრიდის "რეალმა" ანგარიშით 0–2 ოუენისა და სოლდადოს გოლების წყალობით.
ეს არის მეორე ამხანაგური მატჩი რომელიც დაგეგმეს თეთრებმა. 13 აგვისტოს "ბლანკოსი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპისპირდება.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 1 ივლისი 2010
- 1 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.