მორიგი განხეთქილება „რეალსა“ და გარეთ ბეილს შორის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და გარეთ ბეილს შორის მორიგი განხეთქილებაა და ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს უელსელის გუნდიდან გასაშვებად...
მიუხედავად იმისა, რომ ბეილს კარლო ანჩელოტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, ფლორენტინო პერესი მას ბრძოლას უცხადებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესი ბეილს ცოტა ხნით შეხვდა და ხელფასის შემცირებაზე დაფიქრება ურჩია. მადრიდის „რეალი“ გარეთს მოუწოდებს, რომ 17 მილიონიანი ხელფასი მომდევნო სეზონში 11 მილიონამდე შეიმციროს, თუმცა ფეხბურთელი კატეგორიული წინააღმდეგია.
პერესი ბეილს პირდება, რომ თუ ხელფასის დაკლებაზე უარს იტყვის, ის ყველაფერს გააკეთებს ყოველგვარი ურთიერთობის გასაწყვეტად.
- 5 აგვისტო 2021
- 4 127
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.