„ბეტისმა“ ვალიეხოს ყიდვა მოინდომა
ანდალუსიური „ბეტისი“ ხესუს ვალიეხოს ყიდვით არის დაინტერესებული და ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს იხდის...
ფლორენტინო პერესს ესპანელი მცველის სანაცვლოდ 20 მილიონამდე სურს და 12 მილიონი ეცოტავება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხესუსის მადრიდული მომავალი კვლავ ბუნდოვანია და მისი სხვა კლუბში იჯარით წასვლა „რეალს“ ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს.
„ბეტისის“ ხელმძღვანელობა მადრიდში ვიზიტს და „რეალთან“ მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს.
შეთანხმების შემთხვევაში, კლუბი ხესუსს 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- 5 აგვისტო 2021
- 444
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.