„ჩელსი“ დანებდა, ერლინგ ჰოლანდი „რეალში“ ითამაშებს
ლონდონის „ჩელსი“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა. „არისტოკრატები“ მთელ რესურსს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს მოახმარენ. ნორვეგიელი ფორვარდი კი ამ სეზონში „დორტმუნდში“ დარჩება, ხოლო 2022 წელს „რეალში“ ითამაშებს...
ლონდონურმა კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰოლანდმა თავად განაცხადა უარი პრემიერლიგაში გადასვლაზე.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ჩელსიმ“ „დორტმუნდს“ ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდმ 120 მილიონი ევრო შესთავაზა და შეთანხმებაც სავსებით რეალური იყო, თუმცა ინგლისის ვარიანტი თავად ერლინგმა დაბლოკა.
ჰოლანდის მიზანი 2022 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლაა და ეს უკვე ცალსახად სჩანს.
ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულს ნორვეგიელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მადრიდში ჰოლანდს კარიმ ბენზემას მემკვიდრედ მიიჩნევენ.
- 5 აგვისტო 2021
- 3 725
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.