რონსერო:„ლა ლიგისგან მიღებული თანხა „რეალმა“ ტრანსფერებში უნდა დახარჯოს“
ტომას რონსეროს თქმით, მადრიდის „რეალი“ ვალდებულია, ლა ლიგისგან ბოძებული 261 მილიონი ევრო ტრანსფერებში დახარჯოს და გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიეროს...
„დიახ, ამ 261 მილიონი ევროდან მადრიდულ გუნდს ტრანსფერებში დაახლოებით 39 მილიონის დახარჯვა შეუძლია, მაგრამ თანხების გადალაგებას არაფერი სჭირდება.“
„ფლორენტინო პერესს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დიდი თანხა ჰქონდა მობილიზებული, ახლა კი განვითარებაზე ლა ლიგის ფული უნდა დაიხარჯოს, ხოლო ის შენახული თანხები ტრანსფერებს უნდა მოხმარდეს და ამით არაფერი დაირღვევა.“
„თუ პერესი მბაპეს და ერთ უმაღლესი დონის მცველს დაიმატებს, ეს იქნება 2 დიდი ტრანსფერი „რეალში“, რომელიც ქომაგებსაც გაახარებს და რესურსსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.“
- 5 აგვისტო 2021
- 2 248
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.