რა შემთხვევაში გადავა ლუკა იოვიჩი „ინტერში“?
იტალიური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
იმ შემთხვევაში, თუ ბელგიელი თავდამსხმელი პრემიერლიგაში დაბრუნდება, „შავ-ლურჯები“ ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე სერიოზულად იმუშავებენ.
იტალიური გამოცემების ცნობით, „ინტერი“ განიხილავს, როგორც იჯარით წაყვანის, ასევე კონტრაქტის სრული გამოსყიდვის საკითხს.
ფლორენტინო პერესი იოვიჩს 35 მილიონ ევროდ აფასებს და თუ იტალიური კლუბი აღნიშნული თანხის გადახდას შეძლებს, იოვიჩი კარიერას სერია „ა“-ში განაგრძობს.
- 5 აგვისტო 2021
- 581
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.