„რეალი“ 261 მილიონს მიიღებს
მადრიდის „რეალი“ ლა ლიგისგან კოლოსალურად დიდ თანხას მიიღებს და საკმაოდ ბევრი მიმართულებით დახარჯავს...
საქმე იმაშია, რომ ლა ლიგამ CVC-სთან 2.7 მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია და შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი კლუბებზე გადანაწილდება.
სამეფო კლუბი 261 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც დაახლოებით 15%-ის ტრანსფერებში გადასროლას შეძლებს. გარდა ამისა, „ბლანკოსს“ უფლება ექნება აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, მათ შორის სტადიონის რეკონსტრუქციისთვის დახარჯოს.
ზემოაღნიშნული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფლორენტინო პერესის სარეზერვო თანხები, რომელიც კლუბის ინფრასტრუქტურისა და სხვა გეგმების განსახორციელებლად იყო მობილიზებული, უკვე გამოთავისუფლებულია და „რეალს“ სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობის უფლებას მისცემს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ეს გარემოება „ბლანკოსისთვის“ ბიძგის მიმცემი იქნება და გუნდი მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.
- 5 აგვისტო 2021
- 3 050
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.