ახალი შეთავაზება, იგივე პასუხი
დი მარიას შეძენის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ნახევარმცველის ძიებაშია. "სამეფო კლუბს" ძალიან სურს შეიძინოს სტივენ ჯერარდი, ან ხავი მარტინესი. ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ჩაბი ალონსოს და კაკას მეწყვილე იქნება.
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა და ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა ერთად ისადილეს ესპანეთის დედაქალაქში. ალბათ პრეზიდენტებმა ხავი მარტინესზე ისაუბრეს.
"ბლანკოსი" ესპანელი ნახევარმცველით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია, მაგრამ "ატლეტიკი" არ აპირებს მარტინესი გუნდიდან არანაკლებ 30 მილიონ ევროდ გაუშვას.
"ხავი მარტინესი ძალიან მომწონს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ახალგაზრდაა და დიდი მომავალი აქვს. ეს ფეხბურთელი პასუხის მგებლობას მის თავზე იღებს, რაც მე ძალიან მომწონს. ძალიან მინდა ის მადრიდის "რეალში" ვიხილო." განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
თუ გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ბასკი მუნდიალის დასრულების შემდეგ გახდება "რეალის" ფეხბურთელი.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 1 ივლისი 2010
- 4 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.