კრიშტიანო რონალდუ ისევ „რეალში“? - საბოლოო პასუხი პრეზიდენტ პერესზეა!
ესპანური გამოცემების ცნობით, კრიშტიანო რონალდუს „იუვენტუსის“ დატოვება ისევ აქვს გეგმაში და მადრიდის „რეალში“ დაბრუნება სურს...
პორტუგალიელ ფეხბურთელს კარლო ანჩელოტისთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს და ბოლომდე სჯერა, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, მისი იტალიელთან მუშაობის შანსი გაიზრდება.
გარდა ამისა ორბიტაზე „პსჟ“-ც არის, რომელიც ტურინის „იუვენტუსს“ რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და რონალდუს ამბავი მოიკითხა.
პარარელურად, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, თუმცა ფაქტია, რომ კრისი დემოტივირებულია და სერია „ა“-ს დატოვება სურს, მისთვის საუკეთესო ადგილი კი „ბლანკოსია“.
„ას“-ის ინფორმაციით, ახლა ჯერი პერესზეა და საბოლოო სიტყვას ისევ „ბლანკოსის“ პრეზიდენტი იტყვის.
- 2 აგვისტო 2021
- 5 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.