კუნდე „ჩელსიში“ იჯარით გადადის?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჯულს კუნდე ლონდონის „ჩელსიში“ იჯარით გადასვლასთან ახლოსაა...
ამასთან ერთად „არისტოკრატების“ და ანდალუსიელების შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს ლონდონურ მხარეს ფრანგი მცველის გამოსყიდვის უფლება 60 მილიონ ევროდ ექნება.
„ჩელსის“ აღნიშნული ნაბიჯი ამ ზაფხულს თანხების შედარებით დაზოგვას უკავშირდება.
ესპანური გამოცემების კი იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესს სიმშვიდის საფუძველი აღარ აქვს და თუ კუნდეს შეძენა მართლაც სურს, „სევილიას“ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს 60 მილიონიანი შეთავაზებით.
- 2 აგვისტო 2021
- 895
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.