კროოსი ანტონიო ბლანკოსთან ბევრს მუშაობს
ტონი კროოსსა და ანტონიო ბლანკოს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. კარლო ანჩელოტის დავალებით, გერმანელი ფეხბურთელი ახალაგზრდა ნახევარმცველთან ძალიან ბევრს მუშაობს და გამოცდილებას უზიარებს...
მადრიდში იმედი აქვთ, რომ ახალი კროოსი სწორედ ბლანკო გახდება და ის ადრე თუ გვიან გერმანელი ლეგენდის სრულფასოვან ჩანაცვლებას მოახერხებს.
ტონის „მერენგებთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა „რეალს“ იმედი აქვს, რომ თანამშრომლობა 2024 წლის ზაფხულამდე მაინც გაახანგრძლივებს.
ბლანკო სამეფო კლუბთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში ვარჯიშობს და კარლოსგანაც დიდ სიმპატიებს იმსახურებს.
- 2 აგვისტო 2021
- 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.