„უეფა“ სანქციებს არ გააუქმებს
უკვე რამდენიმე დღეა მადრიდის „რეალი“, ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ გვამცნობენ, თუმცა როგორც სჩანს, „უეფა“ არ აპირებს სასამართლოს მითითების შესრულება და ლუქსემბურის სასამართლოში ბოლომდე ბრძოლას გეგმავს...
ჩეფერინის ორგანიზაცია უკან დახევას არ აპირებს და ზემოაღნიშნული კლუბების გარდა ყველა კლუბს აფრთხილებს, რომ იდეის ირგვლივ ისევ არ გაერთიანდნენ და ახლანდელი პოზიცია შეინარჩუნონ.
ნებისმიერი გუნდი, რომელიც სუპერლიგის პროექტს შეუერთდება, „უეფას“ მხრიდან სანქცირებული იქნება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჩეფერნი ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც „რეალის“, „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ ამოქმედდება.
როგორც სჩანს, ამ დავას საბოლოო წერტილს ლუქსემბურის სასამართლო დაუსვამს, რომელზეც არდამორჩილება არცერთი და არც მეორე მხრიდან გამორიცხულია.
- 2 აგვისტო 2021
- 3 347
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.