კაიო ჟორჟე „რეალის“ რადარზე აღარ არის და „იუვენტუსში“ მიდის
ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი, კაიო ჟორჟე, რომელიც „რეალის“ რადარზე 2020 წლის ზამთრიდან გამოჩნდა, კარიერას დიდი ალბათობით ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს...
ჟორჟე „რეალს“ მთელი ზაფხული ელოდებოდა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა მისი შეძენა გადაიფიქრა და „იუვენტუსს“ ტრანსფერისკენ გზა გაუხსნა.
ახალგაზრდა კაიოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მისი სისწრაფის, ტექნიკისა და მანევრის გამო, თუმცა „ბლანკოსი“ მასზე ფსონს აღარ ჩამოდის.
კაიო ჟორჟე პინტუ რამოსის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.
- 2 აგვისტო 2021
- 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.