პერესი ოდეგორს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა „არსენალის“ მიერ შემოთავაზებულ 45 მილიონ ევროზე თანხმობა განაცხადა, თუმცა შეთანხმებაში ერთი პუნქტის ჩადებას ითხოვს...
„მეთოფეები“ ოდეგორთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, მაგრამ ფლორენტინო პერესს სურს, რომ წელს ნორვეგიელის გაშვების შემთხვევაში, 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე, მისი გამოსყიდვის უფლება 5 მილიონი ევროთი მეტით, ანუ 50 მილიონით გამოსყიდვა იყოს შესაძლებელი.
როგორც სჩანს, პერესი მარტინის ტალანტის პატივისმცემელია და მასზე სადავეების ბოლომდე ხელიდან გაშვება არ სურს.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „არსენალისთვის“ ეს წინადადება მისაღები არ არის, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით კიდევ შესაძლებელია.
- 2 აგვისტო 2021
- 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.