მასიმილიანო ალეგრი ისკოს არ ეშვება
იტალიური გამოცემების ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ისკო ალარკონის შეძენის თხოვნით მიმართა და „ბებერმა ქალბატონმაც“ შესაბამისი პროცედურები დაიწყო.
გასულ წლებში იტალიურმა კლუბმა „რეალს“ ისკოს ტრანსფერზე 3-ჯერ მიმართა, მაგრამ ვერცერთი მცდელობა ვერ დასრულდა წარმატებით, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.
ფლორენტინო პერესს ალარკონის გაშვება სურს. ტურინელები 22 მილიონიან წინადადებას ამზადებენ და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ალეგრის ოცნება ახდეს.
გარდა „იუვენტუსისა“, ფრანცისკოს დამატებაზე „მილანიც“ ზრუნავს, თუმცა იტალიელთა ცნობით, „იუვენტუსი“ საკმაოდ აქტიურობს და ტრანსფერს მალე დაუსვამს წერტილს.
- 2 აგვისტო 2021
- 4 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.