კარიმ ბენზემას მომდევნო სეზონში სერიოზული მიზნები აქვს
მომდევნო სეზონი კარიმ ბენზემასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფრანგ ფეხბურთელს უდიდესი გამოწვევები აქვს, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელების რეკორდების გაუმჯობესებას ეხება...
„9“-იანის „ბლანკოსის“ მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 559 მატჩი აქვს ჩატარებული და სეზონის სტარტზევე დაამხობს ლეგენდარული პირის მაჩვენებელს, რომელმაც „რეალის“ მაისური 561-ჯერ მოირგო.
შემდეგი მიზანი კიდევ ერთი ლეგენდის, ანტონიო კამაჩოს 577 მატჩიანი მაჩვენებლის გაუმჯობესება იქნება, რაც სავსებით რეალურია. ამისთვის კარიმს 19 მატჩის ჩატარება დასჭირდება.
კიდევ ერთი მიზანი ხენტოს 601 მატჩიანი მაჩვენებლის გაუმჯობესება იქნება. ამისთვის ფრანგმა ფორვარდმა 43 მატჩი უნდა ჩაატაროს ყველა ტურნირზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბენზემა „მერენგების“ რიგებში 279 გოლს მოითვლის და მხოლოდ 11 ბურთით ჩამორჩება სანტილიანას. ეჭვი არავის ეპარება, რომ მომდევნო სეზონში ფორვარდი აღნიშნული რაოდენობის გოლების გატანას აუცილებლად მოახერხებს.
წარმატებები კარიმს . . .
- 1 აგვისტო 2021
- 711
- 3