რიჩარლისონის ბედი აგვისტოს ბოლოს გადაწყდება
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ თვის ბოლომდე კილიან მბაპეს დამატებას ვერ მოახერხებს, კარლო ანჩელოტის სხვა გეგმაც აქვს, რომელიც რიჩარლისონს უკავშირდება...
იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „ევერტონის“ თავდამსხმელი მადრიდის „რეალს“ და ზოგადად ლა ლიგას შესანიშნავად მოერგება და მისი ტრანსფერი აუცილებლად გაამართლებს.
ანჩელოტი იმედს არც იოვიჩზე ამყარებს და არა მარიანო დიასზე, მხოლოდ კარიმ ბენზემას იმედზე ყოფნა კი სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
23 აგვისტოდან ფლორენტინო პერესი აქტიურ მოქმედებებზე გადავა და კილიან მბაპეს შეძენას მაქსიმალურად შეეცდება, მაგრამ თუ ფრანგთან შეთანხმება ვერ მოხდება, „ბლანკოსი“ მაშინვე გადაერთვება „ევერტონის“ ფორვარდის ტრანსფერზე.
- 1 აგვისტო 2021
- 711
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.