„რეალმა“ მბაპეს კოლოსალური ერთჯერადი ბონუსი შესთავაზა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს უფასოდ გადმოსვლის შემთხვევაში კოლოსალურ ერთჯერად ბონუსს პირდება.
თუ ფრანგი ფეხბურთელი „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და 2022 წელს „რეალს“ უფასოდ შეუერდება, ფლორენტინო პერესი მზადყოფნას გამოთქვამს, ფეხბურთელს ერთჯერადი ბონუსის სახით 40 მილიონი ევრო ჩაურიცხოს.
ეს იქნება უპრეცენდეტო შემთხვევა „რეალის“ ასწლოვან ისტორიაში. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა ისეთი დიდი ფეხბურთელების ტრანსფერების დროს, როგორებიც რონალდუ, კაკა, რონალდო ნაზარიო, ზიდანი, ფიგუ, ბექჰემი, ოუენი და სხვა სუპერ ვარსკვლავები იყვნენ.
- 31 ივლისი 2021
- 8 574
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.