''რეალი'' მზადაა შვანცტაიგერში 50 მილიონი გადაიხადოს
წლევანდელ მუნდიალზე ბევრი კარგი ფეხბურთელი კარგად ვერ თამაშობს. ბასტიან შვანცტაიგერი კი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავს, ის ძალიან კარგად თამაშობს. მადრიდის ''რეალი'' მისით დაინტერესდა და გუნდი მზად არის გერმანელ ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გასულ წელს ''სამეფო კლუბმა'' ტრანსფერებში ძალიან ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ეს ტრანსფერები გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მადრიდის ''რეალი'' ისევ ტიტულების გარეშე დარჩა. წელს ''რეალმა'' დი მარია შეიძინა, მაგრამ გუნდში აცხადებენ, რომ კიდევ ერთ ან ორ ახალ ფეხბურთელს იყიდიან. ფლორენტინო პერესს არ სურს ისეთი ფეხბურთელების შეძენა, რომლების ფასიც ძალიან მაღალი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს ''ბლანკოსი'' შვანცტაიგერით ძალიან დაინტერესებულია და მზად არის მასში 50 მილიონი გადაიხადოს.
''ბაიერნს'' არ სურს მისი გუნდიდან გაშვება. ისინი გერმანელის ნაცვლად 60 მილიონს ითხოვენ. ბასტიანი 25 წლის ფეხბურთელია და მზად არის ისეთ კლუბში ითამაშოს, როგორიც მადრიდის ''რეალია''.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 30 ივნისი 2010
- 3 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.