„იუვენტუსმა“ კროოსის შეძენის სურვილი გამოთქვა
იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ტონი კროოსის დამატება სურს.
გერმანელ ფეხბურთელს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლუბის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ ინტერესს მაინც იჩენს.
ალეგრის აზრით, კროოსი ტურინული კლუბის ნახევარდაცვას მნიშვნელოვან რესურსს შესძენს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ვადები, რომლის შეთავაზებასაც „შავ-თეთრები“ ტონისთვის აპირებენ, თუმცა ეჭვი არავის შეაქვს იმაში, რომ „რეალი“ კროოსს არ გაუშვებს.
- 30 ივლისი 2021
- 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.