„რეალმა“ „არსენალს“ შეუთვალა, რომ 50 მილიონზე ნაკლებად ოდეგორს არ გაყიდის
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ მარტინ ოდეგორის გაყიდვასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს.
ფლორენტინო პერესმა „მეთოფეების“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის გაყიდვას მხოლოდ 50 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში დათანხმდება და არცერთი მილიონით ნაკლები არ განიხილება.
გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მეთოფეები“ 45 მილიონიან წინადადებას ამზადებდნენ, თუმცა „ბლანკოსს“ აქვს თავის პირობა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.
თუ მარტინი 50 მილიონად გაიყიდება, „ბლანკოსის“ შემოსავალი ამ ზაფხულს უკვე 100 მილიონ ევროს მიაღწევს.
- 30 ივლისი 2021
- 763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.