მიატოვიჩი:„„რეალს“ სასწრაფოდ სჭირდება ცენტრალური მცველი“
ფრედრაგ მიატოვიჩი ფლორენტინო პერესს ცენტრალური მცველის შეძენისკენ მოუწოდებს. რამოსისა და ვარანის „ბლანკოსიდან“ წასვლა ლეგენდარული ფეხბურთელისთვის კატასტროფის ტოლფასია.
„ვარანისა და რამოსის გარეშე „რეალის“ დაცვის წარმოდენა არ შემიძლია. დიახ, ალაბა მადრიდისტა გახდა, მაგრამ ის არ არის ტიპიური ცენტრალური მცველი. ანჩელოტის გუნდმა გასულ 2 თვეში ორი სუპერ ვარსკვლავი დაკარგა და ეს მარტივად გადასატანი არ იქნება.“
„ფლორენტინო პერესმა აუცილებლად უნდა იფიქროს მაღალი დონის ცენტრალური მცველის შეძენაზე, ამ შემთხვევაში გუნდის რესურსი არსებითაც გაიზრდება და კონკურენტუნარიანი გახდება.“
„აზარის იმედი ყველა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მას გასული 2 წლის მანძილზე არაფერი უკეთებია. ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ის მაღალ ტემპს ვერ უძლებდა. არ ვიცი, ვიხილავთ თუ არა ისეთ ედენს, როგორიც „ჩელსიში“ ასპარეზობის დროს გვახსოვს.“
„მბაპეს გამადრიდელების საკითხი ყველაზე აქტულუარია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „პსჟ“-ს პრობლემა ფული არ არის და ეს კლუბი სხვა სისტემით ფუნქციონირებს. არ გამოვრიცხავ, პარიზელებმა მბაპეს თუნდაც 150 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვან და ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვამდე დაიტოვოს.“
„ყველა შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე კილიანთან დაკავშირებით ბრძოლა არ შეწყდება.“
- 30 ივლისი 2021
- 1 140
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.