„რეალის“ და ბენზემას კონტრაქტს ახალი პუნქტი ემატება
ესპანური გამოცემების ცნობით, კარიმ ბენზემას „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელს ძალიან მალე მოაწერს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კარიმს ხელშეკრულების 1 წლით ადრე გაწყვეტის უფლება მიეცემა, თანაც ისე, რომ მადრიდის „რეალს“ არავითარ ჯარიმას არ გადაუხდის.
მადრიდულ გრანდს ამ ნაბიჯით სურს დააფიქსიროს დიდი პატივისცემა ფრანგი ფორვარდის მიმართ და მას სრული თავისუფლება მისცეს.
ახალი ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში, „9“-იანი ესპანეთის დედაქალაქს 2023 წლის 30 ივნისს დატოვებს.
- 30 ივლისი 2021
- 3 867
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.