„რეალის“, „ბარსას“ და „იუვეს“ ახალი განცხადება - სუპერლიგა!
მადრიდის „რეალმა“, კატალონიის „ბარსელონამ“ და ტურინის „იუვენტუსმა“ სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს...
„მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი“ კმაყოფილებას გამოთქვამენ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „უეფა“ ვალდებულია გააუქმოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სუპერლიგის დამფუძვნებელი კლუბების წინააღმდეგ იყო გატარებული. „უეფა“ ვალდებულია გააუქმოს ჯარიმები და შეზღუდვები, რომელიც ზემოაღნიშნულ კლუბებს ახალი პროექტის გამო ჰქონდათ დაკისრებული.“
„ამრიგად, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი სუპერლიგის პროექტის სულისჩამდგმელებს და უარყო „უეფას“ მიერ შეტანილი საჩივარი. ორგანიზაციას უკვე აქვს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ კლუბებს ვერანაირ ფინანსურ სანქციას ვერ დაუწესებს.“
„ასევე აღსანიშნავია, რომ „უეფას“ მიერ ფეხბურთის მონოპოლიზაციის საკითხს განიხილავს ლუქსემბურგის სასამართლო.“
„ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუმკლავდეთ ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც „უეფას“ მხრიდან მოდის და ზოგადად ფეხბურთისთვის არის ცუდი. „უეფამ“ მოითხოვა მარეგულირებლის, ოპერატორისა და ევროპული საფეხბურთო შეჯიბრებების ერთადერთი მფლობელის და მენეჯერის პოზიცია. ეს მონოპოლიური მიდგომა, ინტერესთა კონფლიქტში მოდის და სერიოზულად აზიანებს ფეხბურთს. როგორც არაერთხელ იქნა ნაჩვენები, ფინანსური კონტროლი არაადეკვატურია და ობიექტურად არ არის გამოყენებული. ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილე კლუბებს აქვთ უფლება მართონ საკუთარი შესაძლებლობები.“
„ჩვენ მოხარული ვართ ვიცოდეთ, რომ ამიერიდან არ ვიქნებით მუდმივი მუქარისქვეშ „უეფასგან“. ჩვენ ერთგული ვართ ევროპული სუპერლიგის პროექტის, ყოველთვის მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის გულშემატკივრების, ფეხბურთელების, მწვრთნელების, კლუბების, ლიგებისა და ეროვნული და საერთაშორისო ასოციაციებისა და ფედერაციების დიდ არმიასთან. ჩვენ ვიცით, რომ ახალ გეგმაში არის ელემენტები, რომლებიც უნდა გადაიხედოს და რა თქმა უნდა, გაუმჯობესდეს დიალოგისა და კონსენსუსის გზით. ჩვენ კვლავ გვჯერა პროექტის წარმატების, რომელიც ყოველთვის იქნება ევროკავშირის რეგულაციების მიმდევარი.“
- 30 ივლისი 2021
- 3 718
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.