კარვახალი - 18 წელი „რეალში“ და 16 ტიტული მთავარ გუნდთან ერთად
დანიელ კარვახალი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ესპანელი ფეხბურთელია, რომლის სპორტული კარიერაც მთლიანად მადრიდის „რეალს“ უკავშირდება.
განაპირა მცველმა პირველი საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმა სწორედ „რეალის“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ იყო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, განათხოვრება „ლევერკუზენში“ და დაბრუნება მთავარ გუნდში.
2013 წლის 18 აგვისტოს, კარვახალმა მთავარი გუნდის რიგებში „ბეტისის“ წინააღმდეგ იასპარეზა. სწორედ მაშინ დაიწყო ესპანელმა ტრიუმფალური სვლა.
8 სეზონის თავზე დანი „მერენგების“ მაისურით 294 მატჩს და 16 მოგებულ ტიტულს მოითვლის, საიდანაც 4 ჩემპიონთა ლიგის თასია.
- 29 ივლისი 2021
- 1 068
- 5