„რეალიდან“ კიდევ 3 ფეხბურთელი მიდის!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალიდან“ კიდევ 3 ფეხბურთელი მიდის და ფლორენტინო პერესს საკმაოდ სოლიდური თანხის მიღება აქვს მიზნად დასახული...

მარტინ ოდეგორი, ლუკა იოვიჩი და ისკო ალარკონი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგ ფორმაშია და წონის კორექციაც მოახდინა, „ბლანკოსი“ მისი გაყიდვის პერსპექტივას იმედის თვალით უყურებს.

ისკოს 2022 წელს კონტრაქტი ეწურება, ახალ შეთანხმებაზე საუბარი კი არ მიმდინარეობს. პერესი დანი სებალიოსზე უფრო დიდ ფონს ჩამოდის და თვლის, რომ ესპანელი ახალგაზრდა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ისკო.

ოდეგორის სანაცვლოდ „ბლანკოსს“ 50 მილიონის მიღება აქვს დაგეგმილი, იოვიჩის გაყიდვით გუნდმა 30 მილიონი მაინც უნდა გამოიმუშავოს, ისკოს ფასი კი 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

გამოდის, რომ პერესს კიდევ 100 მილიონის გამომუშავება აქვს დაგეგმილი და თუ ეს მართლაც მოხდება, არ არის გამორიცხული, მბაპესთან ერთად პრეზიდენტმა ერთი მცველის დამატებაც მოახერხოს.

  • Hala
  • 29 ივლისი 2021
  • 2 799
  • 2

1

29 ივლისი 2021 11:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოდეგორი აქ უნდა დარჩეს.

2

29 ივლისი 2021 13:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
იოვიჩი რომ წავიდეს ბენზემას შემცვლელი მარიანო იქნება? ასაკშია ბენზემა და დატვირთვა ყოველ თამაშში 90 წუთით საირსკო იქნება, ამ პრობლების გადაჭრა ასე იოლი არ არის(ისე მარიანო უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდე იოვიჩი) ოდეგორს და ისკოს რომ უშვებს პერსი, კროოსი/მოდრიჩს შემცვლელები უნდათ იმ დონეზე 90 წუთს ვეღარ ჩაატარებენ როგორც ადრე, ასევე კაზემიროს გაფრთხილება სჭირდება არ ჰყავს შემცვლელი, ბლანკოს იმედზეა ხომ არ არის ამხელა კაცი მხოლოდ?(ვალვერდეც როგორ ფორმაშია ვინ იცის) გასაყიდი ვინც ნაღდია ჯერ ის გაყიდოს: მარიანო, ოდრიოზოლა, ვალიეხო, სებალიოსი და ა.შ. კარვახალსაც შემცვლელი სჭირდება ნორმალური - შემტევი ვასკესი ჰყავს და ნაჩომ ალაბა უნდა ჩაანაცვლოს თუ მილიტაო? ძალიან გაურკვევლობაა ვინმე რომ დაიტრამვოს/5 ყვითი დააგროვოს/წითელი აიკიდოს ვინს ანაცვლებს და როგორ მაგას ხომ განიხილავს შტაბი... (შეტევის ხაზს ვაბშე ვერ შევეხები ბეილი/აზარი კი ორივე ნორმალური ფეხბურთელია, მაგრამ ჩაარტყავენ 1/2-ს ფეხებში და ვსიო)

ისე მბაპე ჭკვიანურადაც იქცევა, თუ დარჩება 1 წელი მისთვისაც უკეთესი იქნება, ყველაზე მეტი შანსი 21/22 წლებში ექნება ჩემპ.ლიგის მოგების ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება უფასოდ გადმოვიდოდა მბაპე, უფასოდ რომ მოვიდეს 150/200 მილიონი მოხმარდება კაზემიროს შემცვლელს(კამავინგას), 1 მცველს იყიდიდნენ საჭიროა როდესაც კლუბი დატოვა 2-მა გამოცდილმა მცველმა(არის რამოდენიმე ვარიანტი) და ჰალანდი სავარაუდოდ... უბრალოდ მაგას შეუთანხმდება თუ არა მბაპეს/რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?! (კიმიხი/გორეცკაც თუ მოვიდოდა უფასოდ მაგას რა ჯობია? ისე სადაც კროოსი იყიდეს იაფად, ალაბაც გადმოვიდა მადრიდში, არაა გასაკვირი ორივე წამოვიდეს რეალში)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)