„ბაიერნის“ 2 ვარსკვლავი „რეალში“ ითამაშებს?
გერმანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს...
ლეონ გორეტსკასთან ვერანაირი შეთანხმება ვერ ხერხდება და 99%-იანი ალბათობით ის კლუბს დატოვებს. გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „რეალი“ იჩენს და ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესს ლეონთან წინასწარი შეთანხმებაც აქვს.
გორეტსკა 1 წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და „რეალს“ უფასოდ შეუერთდება, მისი ხელფასი კი 10 მილიონ ევროს მიაღწევს, რასაც პირველი რიგში გუნდში უფასოდ მოსვლა განაპირობებს.
მეორე ფეხბურთელი, რომელსაც „რეკორდმაისტერთან“ პრობლემა აქვს ჯოზუა კიმიხია. გერმანელს ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა „ბაიერნმა“ მას 2-ჯერ უკვე შესთავაზა განახლება და ორივეჯერ უარი მიიღო.
კიმიხის უფასოდ დათმობას „ბაიერნი“ არ აპირებს, აქედან გამომდინარე, წელს ან მომდევნო ზაფხულს მას გაყიდის და გარკვეულ თანხას მიიღებს. თავად ჟოზუას არაერთხელ უთქვამს, რომ სამეფო კლუბი მისთვის ძალიან საინტერესოა.
მადრიდის „რეალი“ ორივე მოთამაშესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და არ არის გამორიცხული, მიუნხენელთა 2 ლიდერი, „რეალის“ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ.
- 29 ივლისი 2021
- 5 737
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.