„რეალი“ და მენდი შეთანხმდნენ
ფერლან მენდი მადრიდის „რეალში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. თვენახევრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბს ხელფასის 2 მილიონით გაზრდა მოსთხოვა...
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ და ფერლანი შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტის დეტალები 2022 წლის ზაფხულში აუცილებლად გადაიხედება.
ამ ზაფხულს სამეფო კლუბი განაპირა მცველს ხელფასს ვერ გაუზრდის და ეს მოთამაშემ უნდა გაითავისოს.
არსებული ხელშეკრულება, რომელიც მენდისა და „რეალს“ აკავშირებს 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, ხოლო 2022 წელს ხელშეკრულების ნახევარი ვადა იქნება გასული და დიდი ალბათობით, მხარეები ახალ, 6 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდებიან, სადაც მენდი „ბლანკოსს“ 2028 წლამდე დაუკავშირდება, მისი ხელფასი კი მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
- 28 ივლისი 2021
- 1 001
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.