პინტუსმა აზართან ინდივიდუალური მუშაობა დაიწყო
ფიზ.მომზადების სპეციალისტმა, ანტონიო პინტუსმა კარგად იცის, რომ ედენ აზარისთვის გასული ორი სეზონი ნამდვილად კოშმარად იქცა და ის მოედანზე ფაქტობრივად არ სჩანდა.
გუშინ ბელგიელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაირა. აბსოლუტურად ყველა ტესტის პასუხი ანტონიო პინტუსის კაბინეტშია. კარლო ანჩელოტის ნდობით აღჭურვილმა პინტუსმა აზართან მუშაობა უკვე დაიწყო.
ედენს ექნება, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პროგრამა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებს.
ბელგიელი ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 8 აგვისტოს დაპირისპირებაში, რომელიც „მილანის“ წინააღმდეგ შედგება, 60-70 წუთი გაატაროს მოედანზე, მას ამისთვის 10 დღე ექნება.
- 28 ივლისი 2021
- 849
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.